English / ქართული / русский /
ლალი ხიხაძე
ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და სმარტ კონტრაქტების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში

ანოტაცია. თანამედროვე ეტაპზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების სისტემების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულად იზრდება ინტერესი სმარტ კონტრაქტის,[1] როგორც აღნიშნული ტექნოლოგიის ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტის მიმართ. სწორედ სმარტ კონტრაქტის  მეშვეობით ბიზნესს შეუძლია მიიღოს ის სიკეთეები, რაც შედეგად მოჰყვება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას.

სმარტ კონტრაქტზე საუბარი აქტუალური გახდა ინტერნეტ სივრცეში ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის გამოჩენის შემდეგ, ბლოკჩეინი და სმარტ კონტრაქტი განიხილება, როგორც მონაცემთა შენახვის სამართლებრივად აღიარებული მეთოდი, იმ პირობით, რომ ისინი წინააღმდეგობაში არ მოვლენ არსებულ წესებთან და კანონებთან. ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც ხორციელდება ბლოკჩეინ სისტემაში განიმარტება, როგორც იურიდიული ძალის მქონე. თუკი მხარეებმა აირჩიეს ბლოკჩეინი საკუთარ მონაცემთა შენახვის ადგილად, მაშინ ასეთი წყაროდან მიღებული მონაცემი მიიჩნევა იურიდიულად ვარგისად. არ შეიძლება ხელშეკრულება მოკლებულ იქნას იურიდიულ ძალას ან იძულებით აღსრულებას იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების დადებისას გამოყენებულ იქნა ელექტრონული ხელმოწერა და პირობები მოცემულია სმარტ კონტრაქტის ფორმით.

ბლოკჩეინ სისტემაში ელქტრონული ხელმოწერა აღიარებულია კანონმდებლობით. ხელმოწერა და ხელშეკრულება, რომელიც დაცულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ითვლება ელექტრონულად. საკვანძო სიტყვები: ბლოკჩეინ პლატფორმა, სმარტ კონტრაქტი, საერთაშორისო ბიზნესი, საერთაშორისო სტანდარტები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ციფრული კომუნიკაციები.

 საკვანძო სიტყვები: ბლოკჩეინ პლატფორმა, სმარტ კონტრაქტი, საერთაშორისო ბიზნესი, საერთაშორისო სტანდარტები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ციფრული კომუნიკაციები. 

შესავალი 

საერთაშორისო ბიზნესის დონეზე მიმდინარეობს სმარტ კონტრაქტის ირგვლივ ჰარმონიზაციისა და საერთო სტანდარტების, ნორმების და დამახასიათებელი ნიშან-თვისებების სტანდარტიზაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ეგიდით. საერთაშორისო ორგანიზაციის International Organization for Standardization ხელმძღვანელობით შექმნილია საერთაშორისო ტექნიკური კომიტეტი - ISO/TC307: «Blockchain and distributed ledger technologies»,[2] რომელიც მუშაობს კონკრეტულ სტანდარტებზე, კონკრეტულ რეესტრებში, მათ შორის სმარტ კონტრაქტზე. კომიტეტის წინაშე დგას ამოცანა, შეძლებს თუ არა სმარტ კონტრაქტმა გაამარტივოს ან შეცვალოს სამართლებრივი მექანიზმები.

სმარტ კონტრაქტის წარმატება და საქმიანი ურთიერთობების მოწესრიგების ეფექტურობა მეტწილად დამოკიდებულია ტექნიკური და სამართლებრივი პროგრესის სინქრონულ განვითარებაზე. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და თანამდევი საკანონმდებლო მხარდაჭერა მისცემს მუხტს სმარტ კონტრაქტის მასშტაბურ და უფრო ფართო გამოყენების შესაძლებლობას.

თანამედროვე ეტაპზე შესაძლებელია სმარტ კონტრაქტი გამოყენებულ იქნას არა მარტო სავაჭრო და საფინანსო, არამედ ისეთი სოციალური შინაარსის გარიგებებში, როგორიცაა მემკვიდრეობით, შრომით და სადაზღვევო ურთიერთობებში.

 მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ძალაშია საქართველოს კანონი „ციფრული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, სასურველია, დამატებით მიღებულ იქნას ისეთი საკანონმდებლო აქტი, როგორიცაა კანონი „ციფრული ეკონომიკის შესახებ“, რომლის ფარგლებში მოხდება სმარტ კონტრაქტის გავრცელებისა და ფუნქციონირების, ბიზნეს გარიგების ავტომატურად დადებისა და შესრულების ან/და სხვა იურიდიული მნიშვნელობის საკითხების საკანონდმებლო დონეზე მოწესრიგება.

ყველაზე ცნობადი ტექნოლოგია სმარტ კონტრაქტისა არის - ბლოკჩეინი.

ბლოკჩეინი - ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც იმართება ავტონომიურად, ერთიანი ცენტრის გარეშე. ინფორმაცია ახლდება და ინახება ერთდროულად სხვადასხვა მოწყობილობებში. გარდა იმისა, რომ ბლოკჩეინი არის მონაცემთა უსაფრთხო შენახვის საშუალება, ის ასევე აწვდის სმარტ კონტრაქტს საკვანძო ინფორმაციას. ბლოკჩეინის მეშვეობით შესაძლებელია გადავჭრათ გარიგების - მხარეთა შორის ნდობის საკითხი - ერთგვაროვანი დოკუმენტის არსებობა რამდენიმე პირის ხელში უზრუნველყოფს მონაცემთა უცვლელობას და გამორიცხავს ტექნიკურ თავდასხმებს.[3]

არსებული ბლოკჩეინ პლატფორმები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, სისტემის მართვისა და მონაწილეთა შესაძლებლობების მიხედვით, შეიძლება დავყოთ საჯარო და კერძო ბლოკჩეინებად (ბლოკჩეინ კონსორციუმებად). მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბლოკჩეინ სისტემა, დამოკიდებულია თითოეული პროექტის სახეობაზე. მაგალითად, მისი გამოყენება აუცილებელია, სადაც არსებობს საქმიან გარიგებებში მონაწილეთა შორის უნდობლობის აღმოფხვრის აუცილებლობა და იქ, სადაც შეუძლებელია ცენტრალიზებული პლატფორმის გამოყენება.

სმარტ კონტარქტი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ვალდებულების შესრულებას, რომელსაც აქვს ორი ფუნქცია:

1. სმარტ კონტრაქტი უპირობოდ სრულდება;

2.თვალყურს ადევნებს ხელშეკრულების პირობების შესრულებას (ან დარღვევას), რომელზეც მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ.

სმარტ კონტრაქტის მთავარი ღირებულებაა, ვალდებულება გახადოს თვითშესრულებადი და მინიმუმამდე დაიყვანოს მხარეთა ნებაზე დამოკიდებული სარისკო მოვლენები და განტვირთოს საქმიანი ურთიერთობები კონტრაგენტთა განწყობისგან და დაუტოვოს მათ მცირე შანსი ვალდებულების შეუსრულებლობისა, ამასთან არ დამალონ მნიშვნელოვანი ფაქტები და არ გაუშვან შესრულების ვადები.

მხარეთა ნების ამგვარი შეზღუდვა ბიზნესს აძლევს სტაბილური და საიმედო შემოსავლის მიღების, დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების მართვის, საქონელბრუნვის წინასწარი პროგნოზისა და გარიგებასთან დაკავშირებული კომერციული და ფინანსური დავების შემცირების შესაძლებლობას.

სმარტ კონტრაქტი წარმოადგენს მატერიალური (ქაღალდის) ხელშეკრულების ანალოგს, იმ განსხვავებით, რომ ის ციფრულია და წარმოადგენს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც ინახება ბლოკჩეინ სისტემაში. უფრო კონკრეტულად, ჭკვიანი ხელშეკრულება არის პროგრამული უზრუნველყოფის მოდელი, რომელიც ადგენს საქმიანი გარიგების პირობების თაობაზე მოლაპარაკებების წესებს, ავტომატურად ადასტურებს შესრულებას და აღასრულებს კონტრაქტით  გათვალისწინებულ პირობებს.

 სმარტ კონტრაქტის უპირატესობები:

  • Ø ქაღალდისხელშეკრულებისაგანგანხხვავავებით, სმარტკონტრაქტიხასიათდებამთელირიგიუპირატესობებით, კერძოდ:
  • Ø საქმიანურთიერთობებშიმესამეპირთაჩარევისშეზღუდვასახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის მიუხედავად, კლასიკური გაგებით ხელშეკრულება, როგორც ორ პირს შორის გარიგება არ წარმოადგენს ავტონომიურ მოვლენას, მის შესრულებაში, უმრავლეს შემთხვევებში, ერევა მესამე პირი, რომელიც ახდენს გარიგების პირობათა ფორმირებას (ადვოკატი), დაადასტურებს ხელშეკრულების პირობებს (ნოტარიუსი), ან/ დაახორციელებსსაშუამავლოფუნქციებს (კომერციული ბანკი, სახელმწიფო დაწესებულება ან სხვა სახისშუამავალი). მთელრიგსავაჭროურთიერთობებშიბიზნესიდამოკიდებულიაშუამავლებისაქტივობაზე, რაცზრდისსაქონლისღირებულებასფინანსურივალდებულებისშესრულებას.
  • Ø სმარტკონტრაქტისერთ-ერთიმნიშვნელოვანიუპირატესობააგაათავისუფლოსსამოქალაქობრუნვამესამეპირთაჩარევისაგანდამონაწილეებსმისცესსაშუალება უშუალოდდაამყარონსაქმიანიურთიერთობებიერთმანეთთან.

 გარდა ზემოთაღნიშნულისა, „ჭკვიან“ კონტრაქტს,  შეუძლია განახორციელოს იგივე ქმედებები, რაც მესამე პირებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში. გააზიაროს სახელშეკრულებო პირობები, დაადასტუროს შეთანხმების ფაქტები და უზრუნველყოს ფინანსური გარიგების შესრულების შემოწმება, მესამე პირის გარეშე. მარტივად, რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია სმარტ კონტრაქტის მეშვეობით შევქმნათ ხელშეკრულების დადების, შესრულებისა და აღსრულების ელექტრონული პროგრამა.

მეორე, სმარტ კონტრაქტის უპირატესობად უნდა ჩავთვალოთ კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, სახელშეკრულებო შეთანხმების განმუხტვა მესამე პირთა ხელმისაწვდომობისგან, რაც განაპირობებს, როგორც გარიგების ღირებულების, ასევე მხარეთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფინანსურ გარიგებებში და იქ, სადაც ხელშეკრულების საგანია ინტელექტუალური საკურთრების ობიექტი. მაგალითად, ფრენჩაიზინგის სახელშეკრულებო     სისტემაში.

მესამე, სმარტ კონტრაქტი იძლევა შეთანხმებული პირობების უცვლელობის გარანტიას, ვინაიდან სმარტ კონტრაქტის საფუძველია პროგრამული კოდი, გარიგების პირობათა ორმაგად განმარტება დაუშვებელია, შედეგად, აზრს კარგავს მხარეთა დავა გარიგების ბუნდოვან პირობათა შესახებ. როგორც წესი, ბლოკჩეინ სისტემებში სმარტ კონტრაქტი გაფრთხილების სახით მითითებულია „შეუძლებელია პირობათა შეცვლა“ და შესაბამისი ჩანაწერების ცვლილების შესაძლებლობა.

მეოთხე, გარიგების შესრულებაზე კონტროლი ოფისიდან გაუსვლელად. სმარტ კონტრაქტი ათავისუფლებს გარიგების მხარეებს ვალდებულების შესრულების პროცესზე ტექნიკური ზედამხედველობისგან. ელექტრონული გარიგების დადების პირობებში, მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანური ფაქტორის ჩარევის შესაძლებლობა.

მეხუთე, პროგრამული ხელშეკრულების მეშვეობით შესაძლებელია გარიგების ბათილობის ალბათობის შემცირება ან/და გაქარწყლება. ხელშეკრულების ბათილობის გავრცელებული საფუძველია გარიგების მხარის ასაკობრივი შეუსაბამობა ან/და მენტალური ნაკლი, შეცდომა გარიგების საგანში. სმარტ კონტრაქტის პროგრამული სახით არსებობა მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს. ამას ემატება ისიც, რომ მესამე პირის მონაწილეობით დადებული გარიგება, ყოველთვის ვერ ხდება გარანტი იმისა, რომ ხელშეკრულება შესრულდება და მოვალე პირი თავს არ აარიდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 სმარტ კონტრაქტის წარმატებით დანერგვა შესაძლებელია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინტელექტუალური საკუთრების სივრცეში. ინტელექტუალური საქმიანობის უმრავლესი შედეგები თავისი ბუნებით ციფრულია, გაზომვადია და მასთან ურთიერთობა სმარტ კონტრაქტს შეუძლია დამოუკიდებლად. სმარტ კონტრაქტის მეშვეობით შესაძლებელია გამარტივდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ბრუნვაუნარიანობა. შესაძლებელია ავტომატიზირებულ იქნას ლიცენზიის გადახდები და სხვა შემოსავლები, რომელიც უნდა გადახდილი იქნას უფლების მფლობელის პირის მიმართ. მაგალითად, სალიცენზო გადასახდელების (პაუშალური, როიალტის და სხვა შემოსავლები) გადარიცხვა ლიცენზიის გაყიდვის შემდეგ.

ყველაზე თვალსაჩინო და ეფექტური სივრცე, სადაც სრულყოფილად ხდება სმარტ კონტრაქტის დანერგვა და გამოყენება არის საბანკო სექტორი. ღია სააპლიკაციო ფორმით თანამშრომლობა კლიენტებთან, ბანკებს აძლევს შესაძლებლობას დანერგოს სმარტ კონტრაქტი კლიენტებთან, ბანკთან დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. ზოგადად, სმარტ კონტრაქტის მიზანია, შეამციროს გარიგების დადებასთან დაკავშირებული ხარჯები. გადამხდელმა შესაძლებელია სმარტ კონტრაქტის მეშვეობით გასცეს მომსახურებაზე ბრძანება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრისა და გადარიცხვის შესახებ. სმარტ კონტარქტის მეშვეობით ხორციელდება ბანკისათვის ბრძანებების გაგზავნის, მიღებისა და დამუშავების წესი, რომლის საფუძველზე ბანკი ახდენს კლიენტის ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრასა და გადარიცხვას. ბანკები სმარტ კონტარქტის მეშვეობით, ახორციელებენ კლიენტის ანგარიშიდან თანხების გადარიცხვას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

პროგრამირების ენის არჩევა დამოკიდებულია, თუ სმარტ კონტრაქტის შესაქმნელად რომელ ტექნოლოგიას გამოვიყენებთ. პროექტები, რომელიც ტექნოლოგიურად განაწილებულ რეესტრებს შორის იქმნება, ითხოვს იმ ენის გამოყენებას, რომელიც თავსებადია კონკრეტული ბლოკჩეინ პლატფორმისთვის.

სმარტ კონტრაქტის ინტეგრაცია გარიგების ფორმით შესაძლბელია შემდეგი სახით:

1, მთლიანად პროგრამირების ენაზე, როდესაც გარიგება შედგენილია მთლიანად პროგრამული კოდის ენაზე, ბუნებრივი ენის ანალოგის გარეშე;

2. დუბლირებულია - როგორც ალტერნატიული საშუალება, ალგორითმს შეუძლია ხელშეკრულების დუბლირება ბუნებრივ ენაზე. პროგრამა შედგენლია პროგრამული კოდის ენაზე და აქვს ბუნებრივი ენის ანალოგი;

3. შერეული მოდელი - გარიგება შედგენილია ბუნებრივ ენაზე, თუმცა მისი ნაწილი პირობების მოცემულია პროგრამული კოდებით. ხელშეკრულება შედგენილია ბუნებრივ ენაზე, ამასთან პროგრამის ნაწილი დაფიქსირებულია პროგრამული კოდის სახით.

 თანამედროვე ეტაპზე ყველაზე გავრცელებულია შერეული მოდელი, როდესაც ხელშეკრულების ნაწილი შედგენილია ბუნებრივ ენაზე, ხოლო ნაწილი მოცემულია სმარტ კონტარქტის სახით. მაგალითად, ალგორითმის ნაწილში მხარეები აფიქსირებენ ფასის გადახდის წესს და გადახდის საშუალებებს. დანარჩენი ნაწილი, მათ შორის დავის გადაჭრის წესი, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, საქონლის აღწერილობა, ფორს- მაჟორული პირობები და სხვ.

საერთაშორისო დონეზე ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, იკვეთება განსხვავებული მიდგომები. მაგალითად, ევროკავშირში გავრცელებულია უპირატესად ტექნოლოგიური განვითარების იდეა, რომლის თანახმად მიიჩნევენ, რომ არ უნდა მოხდეს სმარტ კონტრაქტისა და ბლოკჩეინის რეგულირება ევროკავშირის არცერთ დონეზე. ნაჩქარევმა სამართლებრივმა რეგულირებამ და ამ ფორმით ჩარევამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს ტექნოლოგიების განვითარებას.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის უპირატესობის იდეას, აღიარებს დიდი ბრიტანეთი. სმარტ კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები მკაფიოდ და ნათლად გადმოცემულია მთავრობასთან არსებული ექსპერტთა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშში - „Government Office for Science report“[4], რომლის თანახმად: სმარტ კონტრაქტი - ეს არის სახელშეკრულებო პირობები, რომელიც გადმოცემულია პროგრამულ ენაზე.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, სადაც სმარტ კონტრაქტი არის აქტიური კანონშემოქმედებითი საქმიანობის ობიექტი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ შტატში დამოუკიდებლად მიმდინარეობს მუშაობა სმარტ კონტარქტის დანერგვისა და სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით. 

დასკვნა 

ბლოკჩეინი და სმარტ კონტარქტი განიხილება, როგორც მონაცემთა შენახვის იურიდიულად აღიარებული მეთოდი, იმ პირობით, რომ ისინი წინააღმდეგობაში არ მოვლენ არსებულ წესებთან და კანონებთან. ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც ხორციელდება ბლოკჩეინ სისტემაში, განიმარტება, როგორც იურიდიული ძალის მქონე. თუკი მხარეებმა აირჩიეს ბლოკჩეინი საკუთარ მონაცემთა შენახვის ადგილად, მაშინ ასეთი წყაროდან მიღებული მონაცემი მიიჩნევა იურიდიულად ვარგისად: არ შეიძლება ხელშეკრულება მოკლებულ იქნეს იურიდიულ ძალას ან იძულებით აღსრულებას იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების დადებისას გამოყენებულ იქნა ელექტრონული ხელმოწერა და პირობები მოცემულია სმარტ კონტარქტის ფორმით.

სმარტ კონტრაქტის მთავარი ღირებულებაა, ვალდებულება გახადოს თვით შესრულებადი და მინიმუმამდე დაიყვანოს მხარეთა ნებაზე დამოკიდებული სარისკო მოვლენები და განტვირთოს საქმიანი ურთიერთობები კონტრაგენტთა განწყობისგან და დაუტოვოს მათ მცირე შანსი ვალდებულების შეუსრულებლობისა, არ დამალონ მნიშვნელოვანი ფაქტები და არ გაუშვან შესრულების ვადები.

მხარეთა ნების ამგვარი შეზღუდვა ბიზნესს აძლევს სტაბილური და საიმედო შემოსავლის მიღების, დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების მართვის, საქონელბრუნვის წინასწარი პროგნოზისა და ბიზნეს გარიგებასთან დაკავშირებული  დავების შემცირების შესაძლებლობას.

სმარტ კონტრაქტი წარმოადგენს მატერიალური (ქაღალდის) ხელშეკრულების ანალოგს, იმ განსხვავებით, რომ ის ციფრულია და წარმოადგენს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც ინახება ბლოკჩეინ სისტემაში. უფრო კონკრეტულად, ჭკვიანი ხელშეკრულება არის პროგრამული უზრუნველყოფის მოდელი, რომელიც ადგენს საქმიანი გარიგების პირობების თაობაზე მოლაპარაკებების წესებს, ავტომატურად ადასტურებს შესრულებას და აღასრულებს კონტრაქტით  გათვალისწინებულ პირობებს.

სმარტ კონტრაქტის წარმატებით დანერგვა შესაძლებელია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინტელექტუალური საკუთრების სივრცეში. ინტელექტუალური საქმიანობის უმრავლესი შედეგები თავისი ბუნებით ციფრულია, გაზომვადია და მასთან ურთიერთობა სმარტ კონტრაქტს შეუძლია დამოუკიდებლად. ამასთან ერთად ყველაზე თვალსაჩინო და ეფექტური სივრცე სადაც, სრულყოფილად ხდება სმარტ კონტრაქტის დანერგვა და გამოყენება, არის საბანკო სექტორი. ღია სააპლიკაციო ფორმით თანამშრომლობა კლიენტებთან, ბანკებს აძლევს შესაძლებლობას, დანერგოს სმარტ კონტრაქტი კლიენტებთან, ბანკთან დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. ზოგადად, სმარტ კონტრაქტის მიზანია, შეამციროს გარიგების დადებასთან დაკავშირებული ხარჯები. სმარტ კონტარქტის მეშვეობით ხორციელდება ბანკისათვის ბრძანებების გაგზავნის, მიღებისა და დამუშავების წესი, რომლის საფუძველზე ბანკი ახდენს კლიენტის ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრასა და გადარიცხვას. ბანკები სმარტ კონტარქტის მეშვეობით ახორციელებენ კლიენტის ანგარიშიდან თანხების გადარიცხვას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

         საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს სმარტ კონტრაქტის ირგვლივ ჰარმონიზაციისა და საერთო სტანდარტების, ნორმების და დამახასიათებელი ნიშან-თვისებების სტანდარტიზაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ეგიდით. საერთაშორისო ორგანიზაციის International Organization for Standardization ხელმძღვანელობით შექმნილია საერთაშორისო ტექნიკური კომიტეტი - ISO/TC307: «Blockchain and distributed ledger technologie[5],  რომელიც მუშაობს კონკრეტულ სტანდარტებზე, კონკრეტულ რეესტრებში, მათ შორის სმარტ კონტრაქტზე. კომიტეტის წინაშე დგას ამოცანა, შეძლებს თუ არა სმარტ კონტრაქტი გაამარტივოს ან შეცვალოს საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციებში  სამართლებრივი მექანიზმები.

სმარტ კონტრაქტისა და ბლოკჩეინ პლატფორმის წარმატება და საქმიანი ურთიერთობების მოწესრიგების ეფექტიანობა, უმეტესწილად დამოკიდებულია ტექნოლოგიური და სამართლებრივი პროგრესის სინქრონულ განვითარებეზე. ტექნოლოგიების განვითარება და თანამდევი საკანონმდებლო მხარდაჭერა მისცემს მუხტს სმარტ კონტრაქტს მასშტაბური და უფრო ფართო გამოყენების შესაძლებლობებს  საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. www.gov.uk/government/organisations/council-for-science-and-technology

2 .www.weforum.org,  ways blockchain can be an environmental game-changer”, Celine Herweijer,Jahda Swanborough, Lead, Environment Initiatives, World Economic Forum

3. [1]www.iso.org/committee/6266604.html

4. ლ.ხიხაძე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების განვითარების მომავალი გლობალურ ბიზნესში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული, ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში'', გვ., 523-529,  თბ.,  6 ნოემბერი 2020



[1]ტერმინი smart contract ქართულად ჭკვიან ხელშეკრულებას ნიშნავს, ამდენად გამოყენებული იქნება საერთაშორიოს ტერმინი ქართული შრიფტით - სმარტ კონტრაქტი.

[2]ინფორმაცია ხელმისაწვდომია:www.iso.org/committee/6266604.html

[3]იხ. “8 ways blockchain can be an environmental game-changer”, Celine Herweijer,Jahda Swanborough, Lead, Environment Initiatives, World Economic Forum. www.weforum.org

[4] იხ. www.gov.uk/government/organisations/council-for-science-and-technology

[5]ინფორმაცია ხელმისაწვდომია:www.iso.org/committee/6266604.html